„ჯართს რომ უწოდებ სააკაშვილს, იგივეა გაშორებულ ქმარს ცოლმა იმპოტენტობა დააბრალოს მაშინ, როცა შვილების მთელი ინკუბატორი ჰყავს“

მამუკა გამყრელიძე

ექსპერტი

-“ამ განცხადებით, ახალი ოპოზიციური ძალის პრეტენზიის მქონე ჯგუფმა ხიდები დაწვა და ნაცმოსთან შემდგომი თანამშრომლობა შეუძლებელი გახადა. თავად კი “new გირჩად” წარმოჩინდა .
ბიძინა აგრძელებს ოპოზიციური ველის განადგურებას.

როდესაც ოჯახი ინგრევა, ან კომპანია იშლება, ყველაზე მძიმე საყურებელია როდესაც ერთ ერთი, ყოფილ პარტნიორთაგან, იწყებს მეორე პარტნიორის ლანძღვას, განქიქებას და ყველაფრის მასზე დაბრალებას. ოჯახშიც, ფირმაშიც და პარტიაშიც თუ რამე ცუდი ხდება, ეს პარტნიორების თანაბარი პასუხისმგებლობის საკითხია.
ჯართს რომ უწოდებ სააკაშვილს, იგივეა გაშორებულ ქმარს ცოლმა იმპოტენტობა დააბრალოს მაშინ, როცა შვილების მთელი ინკუბატორი ჰყავს.

ცოტა ღირსეულად ვერ წახვიდოდით, დალოცვილებო ?

კომენტარის დატოვება