ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 167 490 ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 167 490 (+920) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 557 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 887 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 589 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 509 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 272 (+2), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 183 (16), ფრთოსანი რაკეტები – 909 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5434 (+6), სპეციალური ტექნიკა – 270 (+4).

გენშტაბის ცნობითვე, ერთ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 114 იერიში ფრონტის აღმოსავლეთ სექტორზე, ხოლო რუსეთის ჯარებმა, რომლებმაც განიცადეს დანაკარგები, განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ლიმანის, ბახმუტის, ავდივკის, მარინკის და შახტიორსკის მიმართულებით.