უცხოეთი

ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში დაფიქსირდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა ავღანეთის მეზობელ პაკისტანშიც. ძლიერი ბიძგები იყო პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.