თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 13 საათით შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს:

„23 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, აგარაკის ქ. N75-თან ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურსამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 მარტის 20:00 საათიდან – 24 მარტის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

სოფ. თხინვალა: წმინდა წყლის, შუამინდვრის, აგარაკის, ერეკლე დანელიას, კოსტა მაისურაძის, კობა სერგიას, გიორგი ბერიკაშვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის” – აღნიშნულია განცხადებაში.