დაწესდა გურამ შარაძის ყოველწლიური პრემია (ვიდეო)

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ დაწესდა გურამ შარაძის ყოველწლიური პრემია.

-„ძალიან კარგი ახალი ამბავი – გურამ შარაძის ყოველწლიურ პრემიას აწესებს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტი, გურამ შარაძის საზოგადოებასთან და მისივე დაარსებულ ემიგრაციის მუზეუმთან რუსუდან კობახიძე სთან ერთად! ამ ამბის გახმოვანება ჩემს გარდა არავის გადაუღია. ეს თან მიხარია და თან მწყინს. 2017 წლის 16 მაისს ეროვნულ არქივში გაიმართა ღონისძიება სახელწოდფებით – “საუბრები გურამ შარაძეზე”. თითქმის მთელი ღონისძიება გადავიღე ვიდეოკამერით. სასიხარულო ამბის შესახებ რუსუდან შარაძემ არაფერი იცოდა და მის რეაქციას ვიდეოკადრებში ნახავთ“-წერს მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.