პირველად საქართველოს ისტორიაში-ქართველი ყრუ პირები სურდოლიმპიადაზე

1 აგვისტოს 12:00 საათზე  ,,საქართველოს ყრუთა კავშირი”  (საქართველოს ყრუთა კავშირის შენობა, მაიაკოვსკის ქ. N 6,)  აწყობს ყრუ ოლიმპიური ჩემპიონების საზეიმო დახვედრას.

ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის – საქართველოს ყრუთა კავშირის წევრები მნიშვნელოვანი გამარჯვეებებით  ბრუნდებიან საქართველოში.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჯანელიძემ (59 კგ. წონით კატ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლაშა ჯანელიძემ (66კგ.წონითკატ.)- ვერცხლის მედალი. თავისუფალ ჭიდაობაში (74 კგ.წონითი კატეგორია) ვერცხლის მედალი  მიიღო შაქრო ჩაკვეტაძემ.  

სურდოლიმპიადის მონაწილე ყრუ პირებს სერტიფიკატებს გადასცემენ საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი და ვიცე პრეზიდენტი მაია მეტონიძე ამირან ბატატუნაშვილი ისაუბრებს ყრუ პირთა სპორტის  სხვადასხვა სახეობაში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს ყრუთა კავშირის ორგანიზებით და დაფინანსებით ქართველმა ყრუ პირებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სურდოოლიმპიადაში (,,სურდლიმპიადა”), რომელშიც ყოველწლიურად იმართება 100 -მდე ქვეყნის მონაწილეობით. სურდლიმპიადის მიზანია შშმ (ყრუ) პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მათი თვითრეალიზების და  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. რიგით 23-ე ოლიმპიადა თურქეთში, ქ.სამსუნში ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოწვეულები არიან  პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის, არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

,,ჩვენ საქართველოს სახელით ვიასპარეზეთ და მნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით. იმის გათვალისწინებით. რომ ქართველი ყრუ პირები პირველად მონაწილეობდნენ სურდოოლიმპიადაში, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის სერიოზული შედეგია. ყრუ პირებმა შეძლეს საქართველოს დროშის აღმართვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე და საქართველოს ყრუთა კავშირი ამაყობს თითოეული მათგანით. ყრუ სპორტსმენებს ისევე შეუძლია საქართველო ასახელონ, როგორც ნებისმიერ   სხვა სპორტსმენს”, – აღნიშნავს  საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ამირან ბატატუნაშვილმა.