“ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია“

გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი გამოჩნდა. აღნიშნული ინფრორმაცია „პრაიმნიუსჯორჯიას“ დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა ნაძალადევის რაიონის პოლილციის განყოფილებიდან შეატყობინა.

„ცოცხალია, გამოჩნდა! რომელიღაც დედაოს დაურეკავს მისი ყოფილი მეუღლისთვის. ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია“, – აცხადებს ანნა დუღშვილი.

შეგახენებთ, რომ ქართველმა კარიკატურისტმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებლი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასზე რამდენიმე საათში ძებნა გაოცხდდა. დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.