„ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს”- ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამავდროულად ის ხედავს ქვეყნის პროევროპული კურსიდან ჩამოშორების მცდელობებს.

„მინდა იქ განვმარტო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“, – აღნიშნულია ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

ნახეთ ასევე: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა