„რეალობას აცდენილია ეს ადამიანი“ – კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე

„რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს” – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მანალენა ბერბოკის განცხადებას, რომ ხედავენ საქართველოს პროევოპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს.

„აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ეს არის ოპოზიცია” – განაცხადა კალაძემ.

ნახეთ ასევე: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა