კალაშნიკოვმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება, კიდევ ერთხელ დააანონსა

დუმის დეპუტატმა, დსთ-ს ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მე ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან სკრუპულოზური საკითხები, რომლებიც თქვენ და მე უნდა გადავწყვიტოთ – რუსეთში ავიამიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ” – განაცხადა დეპუტატმა მოსკოვში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, სახელწოდებით – „პერსპექტივები რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ”