როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.