დაშავებული 7 წლის ბავშვი თბილისში გადმოჰყავთ | კახეთში მომხდარი შემზარავი ავარიის ახალი დეტალები

კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი სამკურნალოდ  თბილისში გადმოჰყავთ. ექიმების განმარტებით, ბავშვს ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული და ნეიროქირურგის დახმარება სჭირდება.

შეგახსენებთ, დღეს ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა, ტრაილერი შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა ქალი, მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.