უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში პუტინის ომს 22 წლის ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას „დედოფლისწყაროს ტელევიზია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი, უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა.

„უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს და ერთ ხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა, შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა” – წერია ინფორმაციაში.