„დაფიქსირდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია… მიმდინარეობს ევაკუაცია” – „ისთ ფოინთი”

„დაფიქსირდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია… მიმდინარეობს ევაკუაცია” – ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის” განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს.

„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები.
სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს” – წერია ინფორმაციაში.