დოლარი გაძვირდა – ვალუტის კურსის ახალი მონაცემები

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7723 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.7578 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0145 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7329 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7076 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0253 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.