700 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 165 610 (+700) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 20.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 537 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 869 (+16), საარტილერიო სისტემები – 2 577 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 507 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 270 (+2), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 160 (1), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5416 (+8), სპეციალური ტექნიკა – 265 (+3).

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 83 თავდასხმა მოიგერიეს.