„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ“ – ესებუას პირველი აღიარებითი ჩვენება

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი“, – განაცხადა ესებუამ.

დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები. საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.

ბრალდების ამ ეპიზოდზე განაჩენი, სწორედ ხუთ აპრილს უნდა დადგეს.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში დააკავა.