კაცი, რომელსაც გურიაში 2 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ჩოხატაურში ორი დღის წინ დაკარგული კაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, დაკარგული პირი მდინარე სუფსაში დამხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, ბესო სიხარულიძეს ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა. ის ბოლოს სოფელ შუა ამაღლებისკენ მიმავალ გზაზე ნახეს.