ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში” | შსს-ს მორიგი განცხადება

სასტუმრო „ამბასადორში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს:

„თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე
გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
“ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო
16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა
მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე – ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე
გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს”, – განაცხადა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო” – წერია განცხადებაში.