სადახლოში 120 მეხანძრე-მაშველი და 12 ავტოცისტერნა რჩება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ქვემო ქართლი – სადახლო, გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰა ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰა

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და 12 ავტოცისტერნა.