“ეს საქმე მარტო კანაფის ლეგალიზებას არ ეხებოდა, ეს მეტი თავისუფლების საქმეა ამ ქვეყანაში”

იაგო ხვიჩია

“გირჩის” თავმჯდომარე

-ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესში მივიღე მონაწილეობა.
ფაქტობრივად, პირველად მქონდა ნამდვილ სასამართლოზე გამოსვლის განცდა, უმაგრესი გრძნობაა.

ბევრჯერ უნდა გამოვცადოთ და მერე მივხვდებით, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სასამართლო.

ეს საქმე მარტო კანაფის ლეგალიზებას არ ეხებოდა, ეს მეტი თავისუფლების საქმეა ამ ქვეყანაში.

მთელი ორწლინახევრის განმავლობაში, მე და David Zedelashvili ს ეჭვი არ გვეპარებოდა რომ ამ საქმეს მოვიგებდით, ხან რას იძახდნენ სასამართლოზე და ხან რას, ზოგი კარგი გვესმოდა ბათუმიდან, ზოგი არც ისე კარგი, მაგრამ ეჭვი არ გვეპარებოდა რო მოვიგებდით.

სასამართლოს ესმოდა რაზე ვესაუბრებოდით. მთავარი ეგ იყო. თუ გესმის ძნელია ამაზე უარი თქვა.

როცა სიტუაციას თავისუფლების სასარგებლოდ ცვლის, მაშინაა სასამართლო, სასამართლო.
ამის გამო არსებობს, ეს ხელისუფლება.
სასამართლოს ეს ესმოდა, ამიტომ იყო პროცესიც საინტერესო და ამიტომ გვჯეროდა ჩვენც, რო მოვიგებდით.

მოკლედ, ეს ხიბლი აქვს სასამართლოს, ამის გამო ,,ასწორებს” .

შეგახსენებთ:

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა.

მარიხუანას მოხმარებითვის ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, გარდა გამონაკლისებისა, – თუკი მარიხუანას იყენებენ საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებებში და მოხმარება საფრთხეს უქმნის მესამე პირს.

იხ.

https://www.gmtv.ge/44539-2/