„ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და მივიღეთ მას დამსგავსებული, ახალი სახედაკარგული ოცნება“

ეკა ბესელია

-მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა ცდილობს გაამართლოს ,, ქართული ოცნება” და მისი ლიდერი.
საკუთარი ამომრჩეველი, მომხრე, თანამებრძოლი მოატყუა, გააბითურა, დაცინა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა!
ჯერ წარსული ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს, ჯალათ მოსამართლეებს გაუხსნა გზა და უვადოდ აღაზევა, ახლა მთავარი დანაპირები უკან წაიღო!

რა განსხვავებაა წინა რეჟიმსა და ამ მოქმედებებს შორის.

ვებრძოდით წლები სიცოცხლის რისკის ფასად სააკაშვილის რეჟიმს და მივიღეთ მას დამსგავსებული , ძალაუფლებას ჩაჭიდებული ახალი სახედაკარგული ოცნება.

ვითომ რომ წარსულს ებრძვი და მეორე ხელით გულში იკრავ და აწინაურებ – ეს ოცნების ხელწერაა .
აი ამის დაცვაა უხერხული და მერე მორალისტობა ჩვენი მისამართით.

ხელისუფლებაში ყოფნა ყველაფრის ფასად? ესაა არჩევანი და ამას იცავთ ისინი ვინც იცავთ?
მე ვიდექი პრინციპების და სამართლიანობის დასაცავად და არავის ბელადად არ გავიხდი!

ვინც უღალატებს საკუთარ პირობას, ხალხს ვერავის დავიცავ!

რაც შეეხება ბოლო დღეების მოვლენას:

ყველას რომ დაიპირისპირებს ხელისუფლება და ქუჩაში დააყენებს- ეს ხელისუფლების არჩევანია!
ქუჩაში დღეს ყველა ამ მოთხოვნით გამოდის- შეიცვალოს საარჩევნო სისტემა!
აი ამ ბრალდებებს რატომ დგას იქ ნაცი და ვინმე სხვა არ მივიღებ!

ჩვენი პარტიის არჩევანი მკაფიოა ჩვენ არც წარსულის რევანშს დავუშვებთ და არც ამ ხელისუფლებას დავიცავთ!