„სავარაუდოდ, ერთი ცხედარია ნაპოვნი“ – ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

იგი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 ადამიანია გადარჩენილი და ნანგრევებში უნდა იმყოფებოდნენ ბავშვებიც.

მინისტრის განმარტებით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, პარალელურად კი მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.