ნოდარ დუმბაძის თეატრის სიურპრიზი მოზარდებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი ყველა ასაკის მოზარდებს ყოველდღე სოციალურ ქსელში  სხვადასხვა თეატრალურ ვიდეო წარმოდგენას შესთავაზებს. თავიდან პატარებისთვის ნაჩვენები იქნება ქართული ხალხური ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა”, ხოლო უფროსი ასაკის მაყურებლისთვის შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, რომლის რეჟისორი ლევან წულაძეა. მასში მთავარ როლს თამაშობდა ყველასათვის საყვარელი მსახიობი კოტე თოლორდავა.
ჩვენებების ზუსტი დროის ნახვა მსურველებს თეატრის ფეისბუქ გვერდზე შეეძლებათ. აქვე შეეძლება ყველას სპექტაკლების ვიდეოჩანაწერებიც იხილოს.