მედია: პეტერბურგის მეტროში აფეთქების მომწყობი ტერორისტის ვინაობა ცნობილია

ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მედიას სამართალდამცავი ორგანოებიდან წყარომ მიაწოდა, პეტერგურგის მეტროში ასაფეთქებელი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. წყაროს თქმით მისი ვინაობაც დადგენილია, თუმცა არ სახელდება. როგორც მედია წერს, ტერორისტი 23 წლის შუა აზიელი მიგრანტია.

-„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ტერორისტი ისლამური სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა, მაგრამ საბოლოო ვერსია დეენემის ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება მუქ ტანსაცმელში ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც  ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, პოლიციაში თავად მივიდა და განაცხადა, რომ არაფერი კავშირი არ აქვს აფეთქებასთან“-განაცხადა წყარომ მედიასთან.

РЕН ТВ-ს ინფორმაციით ტერირისტი დაფიქსირებულია კადრებში, მას წითელი ტანსაცმელი აცვია და მისი გვარია-ჯალალი, ის შუა აზიის მოქალაქეა, რომელიც ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში და მხოლოდ 2017 წლის თებერვალი გაატარა სამშობლოში.

ТАСС საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოძიება ამოწმებს შუა აზიელ 2 მოქალაქეს-მამაკაცს და ქალს.

-„ისინი ყურადღების ცენტრში ვიდეო-კამერების ჩანაწერების დათვალიერების დროს მოხვდნენ, დგინდება მათი ვინაობა“-აცხადებს ТАСС წყაროზე დაყრდნობით.

3 აპრილს პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავებულია. ქალაქში გამოცხადებულია 3 დღიანი გლოვა.