გიორგი თევზაძე: უდანაშაულო პატიმარი გოდერძი თევზაძე გათავისუფლებული იქნას უკანონო პატიმრობიდან!

გიორგი თევზაძე:

„ მივმართავ ხელისუფლება, პროკურატურას და სასამართლოს  უდანაშაულო პატიმარი გოდერძი თევზაძე გათავისუფლებული იქნას უკანონო პატიმრობიდან!“

უფლებადამცველი,  ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე  და  თევზაძეთა საგვარეულო კავშირის აღმასრულებელი მდივანი გიორგი თევზაძე  საქართველოს  ხელისუფლებას,   მთავარ პროკურორს და სასამართლოს  უდანაშაულო პატიმარის, გოდერძი თევზაძის უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

მისი თქმით, დემურ სტურუას დედის ნონა ჯოჯუას  „პრაიმტაიმსთან“ 2017 წლის 3 აპრილს   http://primetime.ge/დემურ-სტურუას-დედას-შვილ/  გაკეთებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ გოდერძი თევზაძის დაკავება და  გასამართლება მოხდა არჩადენილი დანაშაულისათვის, საზოგადოების ჯგუფის ემოციებისადა ეიფორიის ფონზე, რაც  არის საზოგადოებისა და მართლსაჯულების სირცხვილი….  უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ  პროკურატურა დაინტერესდება ქალბატონ ნონა ჯოჯუას „პრაიმტაიმსთან“ გავრცელებული განცხადების შინაარსით და შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.

როგორც ქალბატონი ნონა ჯოჯუა პრაიმტაიმსთან  გაცხადებს.

„დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას შვილის საფლავზე არ უშვებენ. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” თავად ჯოჯუამ გნუცხადა. მისი თქმით, მას საკუთარი მაზლის ოჯახი უპირისპირდება, კერძოდ მაზლის ცოლი დარეჯან ჯაში. ეს უკანასკნელი დარწმუნებულია, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე პოლიციელი, გოდერძი თევზაძეა, განსახვავებული ვერსია აქვს გარდაცვლილის დედას, რომელიც მომხდარს “საჯავახოს ბიჭებს” უკავშირებს.

ნონა ჯოჯუა, გარდაცვლილის დედა:

” ჩემი მაზლის ცოლი მიპირისპირდება, რომ ხმა არ ამოვიღო და არ ვთქვა სიმართლე. ბოლო სასამართლო სხდომაზე ფიზიკურადაც დაგვიპირისპირდნენ და საფლავზე მისვლასაც კი მიკრძალავენ. პირდაპირ სიკვდილით მემუქრება, თუ გოდერძი თევზაძეს არ დავადებ ხელს. მე მინდა ნამდვილი დამნაშავე დაისაჯოს და არა უდანაშაულო ადამიანი. ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი და რახან ხმა ამოვიღე, დაიწყეს ჩემზე შეტევები.

ანუ თქვენ თვლით, რომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა?

– დიახ, მთელი რიგი გარემოებების გამო, დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაშია და ტყუილად ჰყავთ დაჭერილი. ჩემი შვილის ნამდვილი მკვლელები კი ქუჩაში დადიან. დემურიმ რაღაც მოპარული ნივთები ჩააბარა საჯართეზე. ამის გამო მას ჰქონდა პრობლემები რამდენიმე ბიჭთან. გარდა ამისა, მიცვალებულისთვის ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ. წინა დღეს ჩემი შვილი სცემეს. დემური ეუბნებოდათ, – გამანებეთ თავი, ჩემს სახლში არ გნახოთ მოსულებიო.

თუ არა გოდერძი თევზაძე, მაშინ ვინ არის რეალური დამნაშავე?

– ეჭვი მაქვს საჯავახოს ბიჭებზე. მჯერა, რომ ჩემს შვილს წერილი დააწერინეს და ხეზე ჩამოკიდეს. საჯავახოს ბიჭებზე მაქვს ეჭვები, რომლებიც იმავე წუთში გაჩნდნენ შემთხვევის ადგილზე. მაგალითად, განსაკუთრებით აქტიურობს ოლეგი თავაძე, რომელიც ყველგან ავრცელებს ხმებს, რომ ჩემს შვილს თავი პოლიციელმა მოაკვლევინა, როცა პირიქით, ეს პოლიციელი, გოდერძი თევზაძე ყველანაირად გვეხმარებოდა და მე თვითონ მაქვს ნათქვამი მისთვის, რომ დემურის ყურადღება მიაქციე-თქო.

თქვენს ნათესავებს რა ინტერესი აქვთ, რომ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს?

– მათ პირადი შურისძიება ამოძრავებთ და არა რეალური დამნაშავის დასჯის სურვილი. დარეჯან ჯაში ორჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობაზე და რახან „ნასროკალია“, პოლიციელებს საერთოდ ვერ იტანს. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ დემურის სიკვდილი პოლიციელს უკავშირდება. იმის იქით გახედვა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუა გასული წლის 12 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. გარდაცვალებამდე მან დატოვა წერილი, სადაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა, რამეთუ ეს უკანასკნელი პოლიციასთან თანამშრომლობას აიძულებდა.

სწორედ ეს წერილი გახდა მთავარი მტკიცებულება გოდერძი თევზაძის წინააღმდეგ. პოლიციელს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს. 13 სექტემბერს გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს ჩაბარდა. ამჟამად სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.“ – აცხადებს პრაინტაიმსთან ქალბატონი ნონა ჯოჯუა.