ქალიშვილის გათხოვების გამო მამაკაცმა თავი მოიკლა

თურქეთში  მამაკაცმა შვილის გათხოვების გამო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა.   ქაიზერის მკვიდრმა 54 წლის აიჰანმა სოციალურ ქსელში განაცხადა,  რომ  ქალიშვილმა ქორწინების შესახებ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და მისთვის ნებართვა არ უთხოვია.  სწორედ ამიტომ ტოვებს ამ ქვეყანას. განცხადების შემდეგ მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი შუბლთან მიიტანა და პირდაპირ ეთერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.