თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი იქნება – მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო

მცხეთის სასამართლომ თამაზ მეჭიაურის სარჩელი დააკმაყოფილა. თიანეთის მერი მეჭიაური იქნება. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტენები ვარგის ბიულეტენებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს. მეჭიაურთან ერთად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და განმეორებითი არჩევნების დანიშვნასაც ითხოვდა, თუმცა ეს განაცხადი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.