საერთაშორისო ტურნირი კინქბოქსინგში გულიკო ზუმბაძის მხარდაჭერით ჩატარდა(ვიდეო)

გულიკო ზუმბაძე: – „აუცილებელია ახალგაზრდების გვერდით დგომა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა…“

ლილოში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კინქბოქსინგში, რომლის  ოფიციალური მხარდამჭერი მოქმედი დეპუტატი და მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი გულიკო ზუმბაძე იყო.

ტურნირის გახსნამდე გულიკო ზუმბაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების გვერდით დგომა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. მან პირობა მისცა დამსწრე საზოგადოებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისევ გააგრძელებს დაწყებულ საქმეებს და კიდევ უფრო მეტ საჭირო საქმეს გააკეთებს ისევ და ისევ ამომრჩეველთან ერთად.