“გამოხატვის საშუალებას ვერ შეუზღუდავს ვერავინ, ეს ჩვენ 2012 წელს მოვიპოვეთ“

“ადამიანებს აზრის გამოხატვის საშუალებას ვერ შეუზღუდავს ვერავინ. ეს ჩვენ 2012 წელს მოვიპოვეთ,“ – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განმარტებით, აქციის დროს, როცა არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, კანონდარღვევაა.

“გამოხატვის უფლების პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს ქვეყანაში, რაოდენ კრიტიკული მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვთ შესაძლებლობა გამოხატოს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მშვიდობიან ფორმაში, კანონიერების გზით. თუ ისინი გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება რეაგირება.