ყაზტრანსგაზის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი იყო! ორგანიზატორი კი დააჯარიმეს

დღეს ,,უფლებადამცველთა ასოციაციის” ორგანიზებით თბილისში, ყაზტრანსგაზის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია – ,, შეწყდეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”, დაისაჯნონ დამნაშავეები!“ გაიმართა.

საზოგადოების მიერ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული არაერთი პროტესტის თუ გაბრაზებული პოსტის მიუხედავად, აქციაზე 8 ადამიანი მივიდა.

ჩვენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილს გავესაუბრეთ.

-„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მხოლოდ სხვისი ხელით გვინდა საქმის კეთება, სამწუხაროდ, ადამიანების პროტესტი და აღშფოთება ფეისბუქმა შთანთქა! 8 მოქალაქე მოვიდა მხოლოდ! დასკვნა თქვენ და თქვენმა მკითხველმა გამოიტანოს, მერე გვიკვირს ყველაფერი! ირსები ვართ!

აქციაზე დამაჯარიმეს 200 ლარიანი ჯარიმით.

-რატომ?

-დავწერე ტროტუარზე SOS STOP და მერიის სამსახურმა დამაჯარიმა, აუცილებლად გავასაჩივრებ! ყველაზე მეტად მაინც ჩვენი საზოგადოების ინერტულობა და მხოლოდ ფეისბუქში გამოთქმული პროტესტი მეტკინა! სანამ ჩვენ არ გამოვფხიზლდებით, არაფერი არ გვეშველება.