“მოიძებნა სამალავი, დადგინდნენ ხელშემწყობი პირები – მადლობას ვუხდი სპეცსამსახურებს”

უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სპეცსამსახურებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ტერორისტული აქტები მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

არჩილ თალაკვაძე: წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა. გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები, მოიძებნა სამალავი და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები.

ამ ყველაფრით უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. როგორც ჩანს მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმის და თავდადების ფასად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის.