რამშტეინის სოლისტი: რუსები ყოველთვის გვანადგურებდნენ

Rammstein-ის სოლისტი თილ ლინდემანი, რომელიც ახალგაზრდობაში სპორტული ცურვით იყო დაკავებული, ჰყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე რუსს სპორტსმენთან ჰქონია შეხება. ლინდემანი მათ “ტკივილგამძლე ადამიანებად” ახასიათებს. ლინდემანის ინტერვიუ Frankfurter Allgemeine-ში გამოქვეყნდა.

Rammstein-ის სოლისტის თქმით, მას ჰქონდა შანსი მონაწილეობა მიეღო მოსკოვში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში. თუმცა იმის გამო, რომ ის დასავლეთ გერმანიიდან იყო, დაბლოკეს. ლინდემანი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ის ერთხელ რუს მოცურავეს ვლადიმერ სალნიკოვს შეეჯიბრა, რომელმაც მოგვიანებით მოსკოვის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მიიღო.

“მაშინ 17 წლის ვიყავი, სალნიკოვი უკვე “მეფე” იყო. რუსეთის დამარცხება მაშინ შეუძლებელი იყო. რუსი სპორტსმენები 18-19 გრადუს ტემპერატურის წყალში ვარჯიშობდნენ. ისინი ყველაზე ხისტი, ტკივილგამძლე ტიპები არიან, მაგრამ დიდი გულიც აქვთ. ისინი ყოველთვის “გვანადგურებდნენ”, მათთან კავშირი არ უნდა დაიჭირო”, – ამბობს თილ ლინდემანი.