პრემიერის მადლობა და მილოცვა მთავრობის წევრებს

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიმდინარე რეფორმებს და განაცხადა:

-მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ. დეტალებზე აღარ შევჩერდები – ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც, ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ.

მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელს და მამუკა ბახტაძეს ჩვენი გუნდის წევრობა. თუმცა, მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე. მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილსა და სანდრო ჯეჯელავას და მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს.

იმედი მაქვს, დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში.