ცეზარ ჩოჩელი კიდევ ერთხელ გამართლდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის დამოუკიდებელი კანდიდატი, სააქციო საზოგადოება „ზედაზენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი პოლიტიკური მოტივით საგურამოს სკოლისთვის ფინანსურ დახმარებაში დაადანაშაულა. ხუნდაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცეზარ ჩოჩელის კანდიდატად დარეგისტრირებიდან მეორე დღეს, „ზედაზენმა“ საგურამოს საჯარო სკოლას თანხა გადაურიცხა.

ამ ბრალდებაზე ხუნდაძეს პასუხი უკვე გასცა ქართული ლუდის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა და განაცხადა, რომ კომპანიამ 16 აგვისტოს მხოლოდ წინა თვეში აღებული ვალდებულება შეასრულა.  სულხანიშვილის თქმით, ასეთ ქველმოქმედებას ჩოჩელის კანდიდატობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

საგურამოს საჯარო  სკოლის დირექტორი მანანა შამხალაშვილი კი ამბობს, რომ 2016 წლის ივნისის თვეში დაუკავშირდა „ზედაზენის“ გენერალურ დირექტორს  და 28 ივნისს სკოლის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე ოფიციალური წერილით მიმართა.

-„დადებითი პასუხი, რომ გამოგვიცხადებდნენ ფინანსურ დახმარებას 10 ათასი ლარის ოდენობით, მივიღეთ 7 ივლისს. ვაცნობე განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ჩემი გადაწყვეტილება, ვანახე ხარჯთაღრიცხვაც და მივმართე თხოვნით ნება დაერთოთ სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. ვაცნობე ისიც, თუ რა თანხით ვაპირებდი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მივიღე დადებითი პასუხიც და განვახორციელეთ სამუშაო“.

 

კომენტარის დატოვება