„ივერთუბანში” ცელოფნები ფრიალებს ხეებზე, ნაგავი კვირაობით არ გააქვთ!”

F-news

მიხეილ მუმლაძე

თბილისში „ივერთუბანი“ ნაგავშია!

თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე ახალი დასახლების „ივერთუბნის“ წინ პოლიციის განყოფილებასთან ასეთი „გაძარცვული“ სახურავმოგლეჯილი სანაგვე ურნები დგას.


რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ აწუხებს არც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს და არც იქვე ხუდადოვის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებას. რაიონული გამგეობა არ იღებს ხმას, რადგან „ივერთუბნის“ დასახლებაში უფრო უარესად დალეწილი ურნები დგას საიდანაც ნაგავი კვირაობით არ გააქვთ და მოფინულია მთელ ტერიტორიაზე, ცელოფნები ფრიალებს ხეებზე და ბუჩქებზე.

ვინმე რამეს ან ვინმეს აკონტროლებს თბილისში და საქართველოში?