“მჭადიჯვარში კარგი სიახლეები გვაქვს…” (ვიდეო)

ვაჟა თანიაშვილი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ამბულატორიაში იმყოფებოდნენ ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ,,უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს“ ფონდის წარმომადგენლები საქართველოში – ბარტი და რენე მენგამები. სტუმრობის მიზეზი იყო, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – მერი ფოლოდაშცილის და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშეომლის – შორენა კბილცეცხლაშვილის მიერ მათთან წარდგენილი პროექტი.

https://www.youtube.com/watch?v=kk_wHpdfH_Y&feature=youtu.be

აღნიშნული ამბულატორიის ექიმები ემსახურებიან 17 სოფელს. ამბულატორიას არ ჰქონდა ყველა ის პირობა რაც ხელს შეუწყობდა პაციენტების მაღალი ხარისხით მომსახურებას. მადლიერი მოსახლეობის, აბულატორიის ექიმების და ექთნების სახელით მადლობას ვუხდით ,,უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს“ ფონდის წარმომადგენლებს საქართველოში – ბარტი და რენე მენგამებს და თარჯიმანს – მზია ქავთარაძეს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის რომლის ფარგლებშიც ამბულატორია აღიჭურვა მედტექნიკით და საჭირო ინვენტარით. მომავალში მათთან თანამშრომლობით მრავალი კეთილი საქმე გვეკეთებინოს დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის.