ჯაფარიძე ტაქსის რეგულაციების დარღვევისთვის 200 ლარით დააჯარიმეს

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება, სპეციალური ერთნაირი მანათობლების დარიგებას კი მერია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს:

https://www.gmtv.ge/64644-2/

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციის დასარღვევად თბილისის ქუჩებში მუქი ნაცრისფერი მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/64860-2/

პოლიციამ ჯაფარიძეს 200-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

როგორც პოლიციელმა ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადა, მან დაარღვია კანონი რომლის მიხედვითაც ის არა თეთრი, არამედ სხვა ფერის ტაქსით გადაადგილდებოდა და ამასთან შესაბამისი ლიცენზიაც არ ჰქონდა.

ზაფარიძეს დღეს მანქანიდან Facebook Live-ები ჰქონდა ჩართული, სწორედ ვიდოეში ისმის როგორ უხსნის პატრულის თანამშრომელი ზურაბ ჯაფარიძეს ახალ რეგულაციას და შემდეგ ჯარიმას უწერს.

https://www.facebook.com/japaridzez/videos/3002646386419193/UzpfSTEwMDAwMDQzNjUyNjQ2MjoyNzM5MTc5MTI5NDM5OTQ0/