გია ყანჩელი გარდაიცვალა

ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1972-1990წწ. იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი; 1991-1992წწ. გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური DAAD), 1995-1996წწ. ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ “ინ მემორია მიქელანგელო”, მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს რუსთაველის თეატრთან. მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა “და არს მუსიკა”(1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის(1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); “სევდა ნათელი” – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: “ხანუმა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”(შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: “არ დაიდარდო”, “ქვევრი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “მიმინო”, “შერეკილები”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “როცა აყვავდა ნუში” და სხვ.

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

 

იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.

სამივე კომპოზიტორის ნაწარმოებები – შექმნილი მხატვრული თუ ტელეფილმებისთვის, მილიონობით მსმენელის გულს იპყრობს.