ყურადღება! თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან,რამდენიმე ქუჩაზეტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე – სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, უზნაძისა და ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) ქუჩებზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირს მიროტაძის ქუჩის ნაცვლად, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს ქუჩის ნაწილი) ქუჩით დაუკავშირდებიან; აღმაშენებლის გამზირიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზნაძის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი ისარგებლებს.

რაც შეეხება N64 მიკროავტობუსს, ის ჩიქოვანის ქუჩის ნაცვლად,მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და დოლიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.