მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების ნაწილი დღეიდან ნახევარ ფასად გაიყიდება

მედიკამენტების „მედფორმინის“,„გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდი“ შეძენას მოსახლეობა დღეიდან ნახევარ ფასად შეძლებს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

„გამოკვეთილია რამდენიმე პრიორიტეტი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტი. პირველ ტიპს ინსულინი სჭირდება, მეორე ტიპის დიაბეტს კი – ტაბლეტები. მეორე ტიპის დიაბეტის წამლებზე ფასი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის. ამ ტიპის დიაბეტს კარგად კეტავს სამი მთავარი მედიკამენტი – „მედფორმინი“, „გლიმეპრიდი“ და „გლიკლაზიდი“. უკვე მაისში დაიწყო გაიაფება და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი „მედფორმინის“ შეძენა ორშაბათიდან უკვე ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სერგეენკომ.

დიაბეტის რამდენიმე ტიპი არსებობს, თუ თქვენ გაინტერესებთ ამ დაავადების შესახებ პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ნახეთ რჩევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორის, მედიცინის დოქტორის, საუნივერსიტეტო კლინიკა მედელიტის ენდოკრინოლოგი ნინო ჩარკვიანისგან .

იხილეთ ლინკი

https://www.gmtv.ge/42377-2/