„სესიაშვილის კანონპროექტს კანონად ქცევის შანსი არა აქვს…“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/56167-2/

საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება სესიაშვილის ინიციატივას, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ უნდა დაუჭიროს ინიციატივას.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/56170-2/

სესიაშვილის ინიციატივას ეხმიანება თანად სხვადასხვა კანონპროექტის ავტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე.

– ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით:
1. ეს არის მცდელობა, გამოსწორდეს გირჩის მიერ ჩადენილი მავნებლობა, რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება სავალდებულო სამსახურში თავის არიდების სანაცვლოდ.

2. კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და დისკრიმინაციული, მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირი გათავისუფლდეს სავალდებულო სამსახურიდან, შესაბამისად ამ კანონპროექტს კანონად ქცევის შანსი არა აქვს, პარლამენტმა რომც მიიღოს, საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს.

3. ანტიკონსტიტუციური რომ არის, ვითომ არ ეცოდინებოდა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს? საინტერესოა, როდის მერე გაუჩნდათ პარლამენტში სენტიმენტები მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ? განა მართლმადიდებელი ეკლესიის ჯინაზე 2014 წელს სხვა 4 კონფესიას არ დაუნიშნეს ყოველწლიურად 6,5 მილიონი დაფინანსება?

4. შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი „რელიგიური ორგანიზაციის“ დეფინიციის განსაზღვრაა. თუ ავტორს კანონად ქცევა სურდა, უმჯობესი იქნებოდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად 4 ძირითადი კონფესიაც ყოფილიყო, ან სავალდებულო სამსახური ყველასთვის სავალდებულო გაეხადა, რადგან 20 წლამდე სასულიერო პირი ისედაც იშვიათობას წარმოადგენს..