ზუგდიდის სოფელ რუხში ხანძარია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ხანძარია. როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა თენგიზ უბილავამ განაცხადა, ცეცხლი ჩაის ნარგავებს უკიდია.

სამაშველო სამსახურმა შეტყობინება 18:20 წუთზე მიიღო. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.