“…ამ კამათში მალე დედა, რომელსაც სამშობლო ჰქვია აღარ გვეყოლება!”

F-news

ზვიად ტომარაძე

-რას შევადარო დღევანდელი ქართველები? წარმოვიდგინოთ ხევი სადაც დედა გადავარდა და ჩამოკიდებულია პატარა ტოტზე, დროის ამბავია უნდა გადაიჩეხოს, წუთები აქვს დარჩენილი, დახმარებას ითხოვს, ბევრი შვილი ჰყავს და ერთამანეთში კამათობენ, ზოგი თოკის მოტანაში ხედავს გამოსავალს, ზოგი ერთმანეთს ჩავეჭიდოთ და ისე ამოვიყვანოთო, ზოგი ხევის ქვემოთ ბრეზენტის გავფინოთო, ზოგი კიდევ ამბობს დედა მორწმუნე ადამიანია, რომც ჩავარდეს ღმერთი უვნებლად გადაარჩენსო…

…არის ერთი–ორი შვილი, რომელსაც სურს გადაიჩეხოს, რადგან ჭკუის დამრიგებელი აღარ ეყოლებათ…

…ჰოდა ამ კამათში მალე დედა, რომელსაც სამშობლო ჰქვია აღარ გვეყოლება!