ფქვილის მაფია! და ქართველი ფერმერების პრობლემები! სად მიდის კვალი…

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თამილა გურაშვილი

ვინ დგას თურქული უხარისხო ფქვილის მაფიის უკან და რატომ არ იყიდება კარგ ფასად პურის ბეღლად წოდებულ რაიონში ხორბალი?

დედოფლისწყარო ოდითგან პურის ბეღლად წოდებული რაიონი იყო, საიდანაც მთელი საქართველო მარაგდებოდა ხორბლით. წლებია რაიონში სარწყავი სისტემის არქონის და გაუდაბნოების პროცესებთან დაკავშირებით გვალვების არსებობის გამო, თითქმის ყველა ფერმერი საუბრობს ბანკის ვალების შესახებ, ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამინდის წყალობით კარგი მოსავალი მოდის რაიონში, თუმცა, ახლა გაჩნდა ახალი პრობლემა, მოსავლის გაყიდვა ისეთ ფასად, რომ დაფარული იქნეს დანახარჯი. “რუსეთიდან შემოსული ხორბალი ბევრად უკეთესი ხარისხის არის,ვიდრე ქართული და იაფიც, ჩვენ საკმარისი რაოდენობის სასუქი ვერ შეგვაქვს, რადგან არის ძალიან ძვირი, მაგრამ პრობლემა არის არა რუსულ ხორბალში, არამედ, თურქეთიდან შემოტანილ ვიტამინებით გაჯერებულ ნაგავში, რომლის შემოტანაზე არ არის დაწესებული არც ტარიფი და არც კონტროლი.

ყველა ევროპულ ქვეყანაში ფერმერებს და მთავრობას შორის არის დოტაციები, რაც არ ხდება საქართველოში, 2016 წელს ფერმერები შევხვდით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს , დავით გალიგაშვილს, ვესაუბრეთ პრობლემებზე, მაგრამ საუბარი ფაქტიურად დამთავრდა ჩხუბით, ეს ადამიანი აღარ მუშაობს სამინისტროში, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს ,ვინც დაინტერსდება ქართველი ფერმერების პრობლემებით!

უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც მოიკვლევს ამ საკითხებს და მთავრობას დაუდებს წინ, ეს დასკვნა უნდა იქნეს განხილული აგრარულ კომიტეტში”- ამბობენ ფერმერები ასეთ საკითხებზე წესით უნდა მუშაობდეს რაიონის დეპუტატი,ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც თავად არის უკვე დიდძალი მიწების მფლობელი და პირადი ინტერესიც უნდა გააჩნდეს ამ საკითხის, ვეცადეთ დავკავშირებოდით და გაგვეგო , რას აკეთებს ამ კუთხით, მაგრამ მან ტელეფონზე არ უპასუხა ჩვენს ზარს.

როგორც დედოფლისწყაროელები საუბრობენ, რაიონიდან კამაზებით გაედინება დეპუტატის კუთვნილი ხორბალი ქალაქ ფოთში, აი, ქალაქ ფოთიდან რომელ ქვეყანაში და რა ფასად გააქვთ ეს ხორბალი ეს არის მოსაკვლევი, თუმცა ჩანს ,რომ რაიონის დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი, ისევე როგორც სხვა მრავალ პრობლემას, ამ პრობლემასაც წარმატებით აგვარებს თავისი სავარძლის წყალობით. რაც შეეეხება სასუქების შემოტანას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან , როგორც გავარკვიეთ, სასუქის შემოტანა ამ ხელისუფლების დროს მოხდა 2014 წელს: -” სასუქი განაწილებულ იქნა სოფლის გამგებლების მიერ, რომელთაც გააკეთეს სიები”- ამბობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მარინა შეითნიშვილი.

ვისზე იქნა შემოტანილი და რა კატეგორიის ხალხზე იქნა განაწილებული, ეს საკითხიც არის მოსაკვლევი,ფერმერები აღნიშნავენ, რომ მათ არ მიუღიათ სასუქი. ბოლოდროინდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობა ხელისშეწყობის მაგიერ ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ფერმერთა საქმიანობას. ხალხის სახელით და დაპირებებით მოსული დეპუტატი კი მხოლოდ პირად კეთილდღეობას იწყობს, რაც ჩანს ფაქტebiT