„ჩემი ამოცანა იქნება, ჯარს ეცვას ხარისხიანად და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში“

„ჩემი ამოცანა იქნება, რომ ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების ფორმის, სამხედრო ფეხსაცმლის და მათი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი წარმოების სამხედრო ფორმისა და ფეხსაცმლის საქართველოში წარმოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „მოგეხსენებათ, ფორმები არის მუდმივი გამოწვევა. ეს იქნება ჩემი მუდმივი ამოცანა, რომ ჯარისკაცს ჩავაცვა ხარისხიანი ფორმა. ეს არის ელემენტარული, თუმცა არის გამოწვევა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში, ჩვენს ყაზარმებში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ხელფასი, კარგი დაზღვევა და მინდა, რომ ჯარი გახდეს სანატრელი ადგილი. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ.“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მინისტრის განცხადებით, „ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ამოცანები ჯარისკაცებზე ზრუნვასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ეფუძნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდა მოხდება სამხედრო წოდების მიხედვით და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა. მინისტრმა ხელფასების ზრდასთან ერთად ვრცლად ისაუბრა მისი სოციალური პოლიტიკის კომპონენტებზე და აღნიშნა, რომ ჯარის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უკეთესი სამედიცინო დაზღვევა, გაუმჯობესებული კვება, ხარისხიანი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი მისი პრიორიტეტებია.

აქვე იხ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64891-2/

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64899-2/