“ახლა უნდა შევჩერდეთ, მერე გავაანალიზოთ…”

მოლაპარაკების შემდეგ შს მინისტრი ხალხთან გავიდა.

-ახლა უნდა შევჩერდეთ და მერე ცალკე ვისაუბროთ. ამ ჰესის მშენებლები გააგრძელებენ ლაპარაკს თქვენთან და რასაც ადგილობრივები გადაწყვეტენ, ისე გაკეთდება.

ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა გავჩერდეთ. ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს. მე აქ მოვედი იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ პოლიციელებს, თუ თქვენც გყავთ დაზარალებულები, იქაც მივალთ და მივეფერები – მიმართა შს მინისტრმა საზოგადოებას.