„აქვს ანემია, რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობა დადგება საფრთხის ქვეშ“ – ექიმი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღეში შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს.

როგორც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ანემია და ანალიზებში ცვლილებები აქვს.

„ტესტები, რაც მე მინდოდა ჩატარებულიყო, ჩატარებულია. პასუხები არ არის დამაიმედებელი. მას ჩატარებული აქვს შარდისა და სისხლის ანალიზი. სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ დადგება მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ, რადგან აქვს ანემია და მომატებულია ორი მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ ჰქონდა“, – განმარტა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.