კვირიკაშვილი გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

-რიგ საკითხებშ პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული ხედვები, მაგრამ დღეს არის ის გარემოება, რომ დააკომპლექტოს რგოლი ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. რაც შეეხება ეკონომიკას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რითიც დღეს გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიზნესისთვის კარგი გარემო, რაც საერთაშორისო რეიტინგებშიც არის ასახული.

ჩვენი მმართველობის შედეგად წამოწყებულია ბევრი ახალი ინიციატივა, დღეს ვართ ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან, გვაქვს მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის და გვაქვს გეგმები თუ როგორ მოხდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის სწორი განვითარების გზისთვის.ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, გვყავს ოჯახები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის შრომობენ, მაგრამ რომ არა ჩვენი პოლიტიკა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა ექნებოდათ. მე მჯერა, რომ მტავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც არაპოპულარილი, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელი, მე, როგორც პრემიერმა ასეთი გზა ავირჩიე.

მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერი. ჩემთვის ეს თანამდებობა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. მე ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. მე ვტოვებ თანამდებობას.

https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/636669883344706/