“დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს” – გურამ მაჭარაშვილი

დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ე.წ. ადრეული გაფრთხილების სისტემები მუშაობს მაშინ, როცა მდინარის კალაპოტის შემცირება ან გაზრდა ხდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოვში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა – დადასტურდა მათ შორის სატელიტური გადაღებით.

გურამ მაჭარაშვილი  შოვის სტიქიის შედეგებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა – რამდენიც გაუჭირდებათ და კრიზისში აღმოჩნდებიან, უნდათ სასწრაფო დახმარების ფუნქცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეასრულოს.

დადასტურდა მათ მიერ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და კითხვები გაჩნდა პირიქით, თუ რატომ აკეთებდნენ ამას და დღემდე რატომ არიან ჩუმად.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ე.წ. ადრეული გაფრთხილების სისტემები მუშაობს მაშინ, როცა მდინარის კალაპოტის შემცირება ან გაზრდა ხდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოვში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა – დადასტურდა მათ შორის სატელიტური გადაღებით.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ გარკვეული სისტემების გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, მაგრამ შოვის ტრაგედია იყო ძალიან სწრაფად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა და იმ ნარატივის შექმნა, რომ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, არ დასტურდება.

დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რათა მისი პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.